21 დეკემბერი 2024,   18:32
ვრცლად
გამოძიებამ გაგვცეს პასუხი, ვისი ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებდა მორჩაძე - ლევან დადუნაშვილის ოჯახის ადვოკატი

„ჩვენი აუცილებელი სურვილი და მოთხოვნა იქნება, რომ მორჩაძე ვისი ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებდა, ამაზე გამოძიებამ მოგვცეს პასუხი,“ - ეს განცხადება ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, ლევან დადუნაშვილის ოჯახის ადვოკატმა, ხათუნა მაღლაკელიძემ დროებითი საგამოძიებო კომისიის შეხვედრაზე გააკეთა.

პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის ფარგლებში ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის ადვოკატმა დაკითხვის დროს აღნიშნა, რომ მერაბ მორჩაძეს დამოუკიდებელი ინტერესები არ ამოძრავებდა.

„მიხეილ კალანდიას ჩვენების შეცვლასთან დაკავშირებით და მასზე ზეწოლასთან დაკავშირებით ვიცით, რომ მიმდინარეობს გამოძიება და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ეს გამოძიება მხოლოდ მორჩაძის ბრალზე არ დასრულდება, იმიტომ, რომ მორჩაძეს არანაირი დამოუკიდებელი ინტერესი იმისა, რომ კალანდიაზე განეხორციელებინა ზეწოლა არ ექნებოდა. ჩვენი აუცილებელი სურვილი და მოთხოვნა იქნება, რომ მორჩაძე ვისი ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებდა, ამაზე გამოძიებამ მოგვცეს პასუხი,“ - განაცხადა ადვოკატმა.

მოზარდების მკვლელობის საქმეზე მოწმეების მოსყიდვისა და დაშინების ბრალდებით დაკავებულ მერაბ მორჩაძეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

მოწმე, ვისზე ზემოქმედებასაც მერაბ მორჩაძეს ედავებიან, მიხეილ კალანდიაა, ხორავას ქუჩაზე მომხდარი ორი არასრულწლოვნის მკვლელობის საქმის თვითმხილველი და პროკურატურის ოქროს მოწმე.

დღეს პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის ფარგლებში ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების მშობლები და ადვოკატები დაკითხეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები