17 ნოემბერი 2024,   18:49
ვრცლად
გამოიყვანა მოთმინებიდან... გიჟი იყო დანა დაერტყა? - ირაკლი ნოზაძის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულის დედა

ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ სოლისტის, ირაკლი ნოზაძის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულ თამთა ჯანჯღავას დედამ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მცირე კომენტარი გააკეთა. დაკავებულის დედა ამბობს, რომ ირაკლი ნოზაძეს არ იცნობს და არ ჰქონდა ინფორმაცია, რა ურთიერთობა ჰქონდა მის შვილს მომღერალთან.

დედა ამბობს, რომ მისთვის უცნობია, რა შეიძლება გამხდარიყო მის შვილსა და ირაკლი ნოზაძეს შორის კონფლიქტის მიზეზი. მისი შეფასებით, დანაშაულის პროვოცირება თავად ნოზაძემ მოახდინა. 

„მე ნოზაძეს არ ვიცნობ, არც ვიცნობდი, არც ვიცოდი თუ ახლობლობდა და მეგობრობდა. რა დონემდე მიიყვანა, ვერ გეტყვით, ვერაფერს ვერ გეტყვით. გამოიყვანა მოთმინებიდან და რა მოხდა იქ, მე ხომ არ ვიცი. გიჟი იყო დანა დაერტყა?,“ - ამბობს თამთა ჯანჯღავას დედა.

ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ სოლისტის, ირაკლი ნოზაძის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულ თამთა ჯანჯღავას ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. დაკავებული ბრალს არ აღიარებს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები