21 დეკემბერი 2024,   15:36
ვრცლად
ბახტაძეს მცირე მთავრობის კონცეფცია არასწორად ესმის - ზურაბ ჭიაბერაშვილი

ბახტაძეს არ ესმის მთავრობის მცირე კონცეფციის არსი - ასე აფასებს საპარლამენტო უმცირესობის წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი დაანონსებულ სამთავრობო ცვლილებებს.

ჭიაბერაშვილის თქმით, მმართველ გუნდს, რომ სურდეს თანხების დაზოგვა, იმ პროგრამებს გააუქმებდა, რომლის განხორციელებისთვისაც ბიუჯეტიდან თანხა უყაირათოდ იხარჯება. თუმცა ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ "ქართული ოცნებას" ამ პროგრამებს გაუქმების გადაწყვეტილებას არ მიიღებს, რადგან ამით პარტიულ აქტივისტებსა და პროგრამების განმახორციელებელ კომპანიებს გაანაწყენებს.

"უბრალოდ იმის თქმა, რომ ჩვენ ხარჯებს არ გავზრდით, პრაქტიკულად ამას ამბობს მამუკა ბახტაძე, ეს ნიშნავს მცირე მთავრობის იდეის არასწორ გაგებას. აუცილებელია და დღესაც ვიცით, ძალიან ბევრი უყაირათო პროგრამა ბიუჯეტში, რომელიც შესამცირებელია და რომლის ხარჯზეც დღესვე შიძლება სოციალური პროგრამების გაზრდა და პენსიის გაზრდა 50 ლარით.

ეს იმას ნიშნავს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მაშინ უნდა გაანაწყენოს საკუთარი პარტაქტივი, რომელიც სსიპ-ებსა და აიპ-ებში ჰყავთ დასაქმებული, უნდა გაანაწყენონ ის კომპანიები, რომლებიც ამ უყაირათო საბიუჯეტო პროგრამებზე არიან მობმულები“- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველო - რეგიონების” წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი.

პრემიერ მინისტრის ინიციტივით, 14 სამინისტროს ნაცვლად, ახალი მთავრობა 10 სამინისტროთი და სახელმწიფო მინისტრის ერთი აპარატი იქნება წარმოდგენილი. 

დღის ამბები