დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს ნატოს სამიტის შემდეგ, 16 ივლისს ჰელსინკიში შეხვდებიან.
მოსკოვში სამიტის დეტალებზე შესათანხმებლად შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველი ჯონ ბოლტონი იმყოფებოდა.მან მოლაპარაკებები გამართა სერგეი ლავროვთან და ვლადიმერ პუტინთან.
მოლაპარაკების დასრულების შემდეგ კი პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ სამიტზე პრეზიდენტები დიდ შვიდეულში რუსეთის დაბრუნებასა და ამერიკის არჩევნებში ჩარევის საკითხებს შეეხებიან.
ვიდრე თეთრი სახლი დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის თარიღს დააზუსტებდა, შეერთებული შტატების ლიდერმა Twitter-ის ქსელში პოსტი დაწერა და ეჭვი შეიტანა, რომ რუსეთი არჩევნებში ჩაერია.