09 ნოემბერი 2024,   17:33
ვრცლად
შალვა ნათელაშვილი ითხოვს არჩევნებში მონაწილეობა სავალდებულო გახდეს

არჩევნებში მონაწილეობა მოქალაქეებისთვის სავალდებულო უნდა გახდეს - ამის შესახებ განცხადება, "ლეიბორისტული" პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა გააკეთა.

ნათელაშვილი ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს მოუწოდებს ამ ინიციატივის კანონად ქცევას მხარი დაუჭირონ.

„ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რათა ხალხი ჩამოსცილებოდა საარჩევნო პროცესს, გასჩენოდა მის მიმართ ნიჰილიზმი, ინდიფერენტულობა და დარჩენილიყო საარჩევნო ყუთები, ანუ ქვეყნის ბედი, ხელისუფლების ფალსიფიკატორთა, 15 ლარიანების და სამსახურის გამო ქვეყნის გამყიდველთა იმედად.

თუ ჩვენ არ გამოვაცხადებთ, არჩევნებში მონაწილეობას სავალდებულოდ, სამუდამოდ გარანტირებული გვაქვს ბანკირთა და ოლიგარქთა დიქტატურა და ნუღარ დავსვამთ მერე კითხვებს რა გვეშველება“- განაცხადა ნათელაშვილმა.

დღის ამბები