21 დეკემბერი 2024,   18:18
ვრცლად
ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ერთიანობას და ტერიტორიულ მთლიანობას - სირიის ოპოზიცია

სირიის ოპოზიცია ასადის რეჟიმის უკანონო გადაწყვეტილებას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ გმობს.

უმაღლესი მოლაპარაკებების კომიტეტი, რომელიც სირიის ოპოზიციურ ძალებს აერთიანებს, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას ადასტურებს.

კომიტეტი ჩართულია გაეროს ხელმძღვანელობით მიმდინარე ჟენევის მოლაპარაკებებში, რომელიც მხარდაჭერილია ევროკავშირისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ.

„რამდენიმე დღის წინ სირიის ოპოზიციური ძალების უმაღლესი მოლაპარაკების კომიტეტის გენერალური სამდივნოს სხდომის ფარგლებში ჩვენ გავმართეთ შეხვედრა საქართველოს ელჩთან საუდის არაბეთში, სადაც ვისაუბრეთ საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებსა და წითელ ხაზებზე, რომელთა გადაკვეთა არ შეიძლება. ეს პრინციპებია: ერთიანობა, სირიის ტერიტორიული მთლიანობა და სირიელი ხალხის ერთობა. გვსურს, რომ ეს პრინციპები იყოს დაცული როგორც ჩვენს, ასევე სხვა ქვეყნების მიმართ. აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ერთიანობას და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ასადის რეჟიმის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებას,“- განაცხადა ნასრ ალ-ჰარირმა.

დღის ამბები