21 დეკემბერი 2024,   18:13
ვრცლად
პარლამენტში საგაზაფხულო სესია დასრულებულია - მთავრობის დასამტკიცებლად რიგგარეშე სხდომა ჩაინიშნება

პარლამენტის საგაზაფხულო სესია დასრულებულია. საკანონმდებლო ორგანო ივლისში მუშაობს რიგგარეშე ფორმატით გააგრძელებს. დეპუტატებმა უნდა დაამტკიცონ მთავრობის ახალი შემადგენლობა და სამინისტროების სტრუქტურული ცვლილებები. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, დღეს პარლამენტის მუშაობა შეაჯამა. 

„ამ სესიაზე ჩვენმა გუნდმა ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივები და კანონები მიიღო. ჩვენ მივიღეთ კანონი გადასახადების შემცირების შესახებ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. ასევე  მხარი დავუჭირეთ ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ,“ რომელიც ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ურთიერთობის აღდგენას ეხება, ასევე ავირჩიეთ ახალი ომბუდსმენი ნინო ლომჯარია, დავამტკიცეთ ცვლილებები, საგანგებო სიტუაციების მართვის შესახებ, რომელიც  სახანძრო-სამაშველო სამსახურების მოდერნიზაციას ეხება, მხარი დავუჭირეთ თბილისის გარე იერსახის საკითხის დარეგულირებას და ქართული დამწერლობის სავალდებულო გამოყენებას“-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

როგორც პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი კახიანი აცხადებს, მომდევნო კვირაში პარლამენტში რიგგარეშე სესიის მოწვევა გახდება საჭირო, რადგან  დეპუტატებმა ის საკანონდებლო პაკეტი უნდა განიხილონ, რომელიც მთავრობის რესტრუქტურიზაციას ეხება.

„ეს არის ის კანონპროექტები, რომელიც მთავრობის რესტრუქტურიზაციას ისახავს მიზნად. ვფიქრობთ, მომდევნო კვირაში დაჩქარებული წესით განვიხილავთ ამ კანონთა პაკეტს, რის შემდეგაც გვექნება შესაძლებლობა, რომ  მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების პროცედურა დავიწყოთ, ახალი, განახლებული მთავრობისთვის,“- აცხადებს კახიანი.

დღის ამბები