21 დეკემბერი 2024,   18:11
ვრცლად
ახალ მთავრობას საპარლამენტო უმრავლესობის ყველა წევრი მხარს არ დაუჭერს

საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი სამთავრობო ცვლილებებსა და მცირე მთავრობის კონცეფციას მხარს არ უჭერს. ნუკრი ქანთარიას განცხადებით, ის კულტურის სამინისტროს გაუქმებასა და განათლების სამინისტროში შეერთებას აპროტესტებს.

„არ მივიღებ მონაწილეობას ასეთ სტრუქტურულ ცვლილებებში, იმიტომ რომ ჩემთვის მიუღებელია ამ ძალიან დიდი ოკეანეში კიდევ კულტურის ჩართვას“- აცხადებს ქანთარია.

სამთავრობო ცვლილებებს მხარს უჭერს და სტრუქტურულ ცვლილებებს დადებითად აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ვოლსკი. მისი თქმით, კოლეგის პროტესტის ესმის, რადგან ნუკრი ქანთარია კულტურის სფეროდან არის წამოსული.

„რაც შეეხება კულტურის სამინისტროს, რასაკვირველია, ნუკრი ქანთარიას და სხვა ამ სფეროდან მოსული ადამიანები თავის ემოციურ დამოკიდებულებასაც გამოხატავენ, მაგრამ პრემიერის განმარტება და დამოკიდებულება ამ საკითხისადმი უმრავლესობისთვის გასაგებია, კულტურა უნდა ახლდეს იმ სფეროს, რასაც განათლება ჰქვია,“ - ამბობს გიორგი ვოლსკი.

დღის ამბები