21 დეკემბერი 2024,   18:20
ვრცლად
პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ

პანკისის ხეობაში ჰესის მშნებლობასთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია გამართეს. ადგილობრივები ჰესის მშენებლობის დაწყებას და სამუშაო პროცესის შეწყვეტას მოითხოვენ.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მოლაპარაკებები კომპანიასა და დიმიტრი ქუმსიშვილს შორის იყო, მაგრამ მათთვის ცნობილი არაფერი არ ყოფილა.

პანკისის მოსახლეობა მოსალოდნელ ეკოლოგიურ საფრთხეებზე საუბრობს. მათი თქმით, თუ მდინარე ალაზანს წყალს მილებში მოაქცევენ, ხეობა წყლის გარეშე დარჩება.

მოგვიანებით აქციის მონაწილეებმა კომპანია „ფერი“-ს წარმომადგენელს სამუშაოების შეჩერება მოთხოვეს და ტრაქტორს მილებისთვის ამოთხრილი არხი ამოავსებინეს.

კომპანია „ფერის“-ს წარმომადგენელი მათე ქავთარაშვილი, ჰესის მშენებლობას აფასებს და აცხადებს, რომ მეტი ადამიანი დასაქმება იქნება შესაძლებელი, მშენებლობა კი ჯანმრთელობისთვის და გარემოსთვის ზიანის მომტანი არ არის.

ჰესის მშენებლობის გაგრძელება, დასრულებასთან დაკავშირებით ინფორმაცია კომპანიის წარმომადგენლებს ამ ეტაპზე არ აქვთ.

დღის ამბები