26 აპრილი 2024,   01:18
ვრცლად
ეროვნული გამოცდები შესაძლოა გაზაფხულზე ჩატარდეს - განათლების მინისტრი

მომდევნო ეროვნული გამოცდები შესაძლოა, ზაფხულის ნაცვლად გაზაფხულზე ჩატარდეს - ამის შესახებ განცხადება, განათლების მინისტრმა 175-ე საჯარო სკოლაში გახსნილ ერთ-ერთ საგამოცდო ცენტრში გააკეთა.

მიხეილ ჩხენკელის თქმით, საკითხის განხილვა აქტიურად მიმდინარეობს. ერთიანი ეროვნული გამოცდები 2018 დღეს დაიწყო.

დღეს პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ. ძლიერი სიცხეების გამო საგამოცდო ცხრილში რამდენიმე დღის წინ ცვლილებები შევიდა და ყველა აბიტურიენტი პირველ ორ გამოცდას მხოლოდ დილის საათებში აბარებს.

„ივლისში არ უნდა ტარდებოდეს ეროვნული გამოცდები. მოსაზრება ჩემი გახლავთ ის, რომ შესაძლებელია ეროვნული გამოცდების ჩატარება გაზაფხულზე. მომავალი წლიდან ვიხილავთ სწორედ ამ მიმართულებას.

ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ გამოცდებმა ჩაიარონ ნორმალურ ვითარებაში“-აცხადებს განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი.  

შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მაია მიმინოშვილის თქმით, ამ დრომდე საგამოცდო ცენტრი არსებულ ინფრასტრუქტურას იყენებდა.

„ვცდილობდით ყველაფერი გაგვეკეთებინა, რომ არამხოლოდ სიცხეს, არასასურველ გარემოსაც კი არ შეეწუხებინა აბიტურიენტი, ის გადაწყვეტილება რაც მივიღეთ განრიგის შეცვლასთან დაკავშირებით და მე სხვა გამოსავალი არ მქონდა პირდაპირ გეტყვით,“- განაცხადა მაია მიმინოშვილმა.

მაია მიმინოშვილის თქმით, 40 ათასივე აბიტურიენტი ინფორმირებულია გამოცდების განრიგში შესული ცვლილებების შესახებ.

დღის ამბები