14 აგვისტო 2022,   13:10
ვრცლად
"რომ გავიხედეთ თვითმფრინავს ბოლი გასდიოდა" - კომპანია "ვიზეარის" რეისი თვითმფრინავის გაუმართაობის გამო ვერ შესრულდა

ქუთაისის აეროპორტიდან ავიაკომპანია “ვიზეარის” რეისი დორტმუნდის მიმართულებით ვერ შესრულდა - მიზეზი ტექნიკური გაუმართაობაა

როგორც მგზავრები ჰყვებიან ლაინერს პრობლემები ადგილიდან დაძვრისთანავე შეექმნა. მათი ინფორმაციით, ძრავს ბოლი ასდიოდა.

მგზავრები ამ დრომდე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში არიან და მომხდარის მიზეზებზე კომპანიისგან ოფიციალურ პასუხს ელოდებიან.

„ტექნიკურად გამართეს თვითმფრინავი, თუმცა, როგორც კი დაიწყო აფრენა, თვითმფრინავმა დაიწყო დამუხრუჭება რის გამოც დიდი ძალით მოხდა დარტყმა მიწაზე, რომ შევხედეთ ბოლი გასდიოდა. საკმაოდ დიდი პანიკა იყო“-ამბობს მგზავრი შოთა ჩუგუაშვილი.

დღის ამბები