ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, თერჯოლის მუნიციპალიტეტში ქრთამის აღების ფაქტი გამოავლინეს.
დადგინდა, რომ თერჯოლის მერის წარმომადგენელმა, სამშენებლო ნარჩენების დაყრის სანაცვლოდ, მეწარმეს ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 1000 ლარი.
წაყენებული ბრალი 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.