20 ნოემბერი 2024,   03:48
ვრცლად
ვინ შეცვლის პატარაძეს - აჭარის უმაღლესი საბჭო კანდიდატს სავარაუდოდ, დღეს დაასახელებს

აჭარის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობა მთავრობის ხელმძღვანელის პოსტზე საკუთარ კანდიდატს სავარაუდოდ, დღეს დაასახელებს. დეპუტატებს შორის კონსულტაციები ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. 

კანდიდატის შესახებ ისინი ინფორმაციას მიაწვდიან საქართველოს პრეზიდენტსაც, რომელიც კონსულტაციებს სწორედ უმაღლესი საბჭოს დეპუტატებთან იწყებს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ კანონის მიხედვით, გიორგი მარგველაშვილი ვალდებული არ არის კონსულტაციები ცენტრალურ ხელისუფლებასთანაც გაიაროს.

პროცედურის მიხედვით, პრეზიდენტმა შერჩეული კანდიდატი დასამტკიცებლად უმაღლეს საბჭოს უნდა წარუდგინოს, ამისთვის ორ კვირიანი ვადა არსებობს.

„კონსულტაციები არის დაწყებული, თუმცა გამოკვეთილი არ არის რომელიმე კონკრეტული კანდიდატი, რომელიც იქნება შერჩეული მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად. პროცესი არის პროცესში და შესაბამისად ლოგიკურ და კანონისმიერ ვადებში იქნება გამოკვეთილი კონსულტაციების შედეგად ის კანდიდატი, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი რეგიონისთვის,“-აცხადებს აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები ამბობენ, რომ გადაწყვეტილებებს ექსპრემიერი ივანიშვილი იღებს შესაბამისად, აჭარის მთავრობის მეთაურის ვინაობას, გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს.

დღის ამბები