09 ოქტომბერი 2024,   10:20
ვრცლად
ბორის ნემცოვის ხსოვნისადმი მიძღვნილი მარშის დროს დაკავებული უკრაინელი დეპუტატი გათავისუფლებულია

ბორის ნემცოვის ხსოვნისადმი მიძღვნილი მარშის დროს დაკავებული უკრაინელი დეპუტატი გათავისუფლებულია. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე იტყობინება.

რადას დეპუტატი მოსკოვის ცენტრში ბორის ნემცოვის ხსოვნისამდი მიძღვნილი სამგლოვიარო მარშის დროს დააკავეს. გონჩარენკო პეტრო პოროშენკოს ბლოკის წევრია.

როგორც "ინტეფრაქსს" წყარომ განაცხადა, არ არის გამორიცხული, უკრაინელი დეპუტატი ოდესაში გასული წლის 2 მაისის მოვლენებზე აღძრული სისხლის სამართლის საქმის გამო დაეკავებინათ, როდესაც აფეთქების გამო "ანტიმაიდანის" აქტივისტები დაიღუპნენ, თუმცა გონჩარენკოს კავშირს ოდესის მოვლენებთან უკრაინული მხარე კატეგორიულად უარყოფს.

დღის ამბები