09 ოქტომბერი 2024,   10:22
ვრცლად
ესტონეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა კოალიციამ გაიმარჯვა

ესტონეთის საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც უკრაინის კრიზისის გამო რუსეთიდან მოსალოდნელმა საფრთხემ გადაფარა, მმართველმა კოალიციამ გაიმარჯვა.

წინასწარი შედეგების თანახმად, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ტაავი რიივასის რეფორმების პარტიამ 101-ადგილიან საკანონმდებლო ორგანოში 30 მანდატი მოიპოვა, კოალიციაში შემავალმა მეორე გაერთიანებამ - სოციალ-დემოკრატებმა კი 15.

ექსპერტების შეფასებით, არჩევნების შედეგები დარტყმა აღმოჩნდა პრორუსული ცენტრისტული პარტიისთვის, რომელიც პარლამენტში 27 ადგილს დაიკავებს.

ესტონეთის საკანონმდებლო ორგანოს ახალი შემადგენლობა სულ 6 პარტიის დეპუტატებისგან დაკომპლექტდება.

ამავე თემაზე
დღის ამბები