21 დეკემბერი 2024,   18:29
ვრცლად
სასტიკი მკვლელობა ხადას ხეობაში - დაკავებულ მწყემსს ბრალი წარედგინა

ხადას ხეობაში მომხდარ სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულს ბრალი ოფიციალურად რამდენიმე წუთის წინ წარუდგინეს. მცხეთის მუნიციპალიტეტის პოლიციაში პროცედურას მალხაზ კობაურის ადვოკატი დაესწრო.

კობაურის უფლებადამცველმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს სმიტების ოჯახის, მათ შორის 4 წლის ბავშვის მკვლელობა არ უღიარებია და მისთვის გაუგებარია, რატომ გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ მსგავსი ინფორმაცია.

ადვოკატის განცხადებით, კობაური მზად არის, გამოძიებასთან ითანამშრომლოს. უფლებადამცველის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მომხდარ სასტიკ მკვლელობასთან დაკავშირებით კონკრეტულ ინფორმაციას ფლობს.

დღის ამბები