09 ოქტომბერი 2024,   10:18
ვრცლად
დონბასის დასაცავად მებრძოლი მოხალისეებისთვის რუსეთის დედაქალაქში ფულს აგროვებენ

მოსკოვის ცენტრში პრორუსი სეპარატისტების მხარდამჭერი აქცია გაიმართა. დონბასის დასაცავად მებრძოლი მოხალისეებისთვის რუსეთის დედაქალაქში ფულს აგროვებენ. თანხით ნაყიდ სამხედრო აღჭურვილობას დონეცკსა და ლუგანსში გაგზავნიან.

დღეს ”კურიერი” იმ ადამიანს ესაუბრა, რომელიც თავად იმყოფებოდა უკრაინის აღმოსავლეთში და თანამებრძოლების დასახმარებლად მოსკოვში მოხალისეებს აგროვებს. ისინი უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებს დონეცკსა და ლუგანსკს საკუთარ მიწებად მიიჩნევენ და ამბობენ, რომ რუსეთის კანონმდებლობას ისინი არ არღვევენ.

ანტიუკრაინულ კამპანიაში ღიადაა ჩართული რუსული მედია. ფედერალურ არხებზე უკრაინაში მებრძოლ რუს მოხალისეებზე არაერთი დოკუმენტური ფილმი აჩვენეს. პროპაგანდამ მოსახლეობაზეც გავლენა მოახდინა. დღეს მოსკოველების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ უკრაინა ხელოვნურად შექმნილი სახელმწიფოა.

სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, რუსეთის მოსახლეობის 80% მხარს უჭერს ქვეყნის პოლიტიკას უკრაინასთან მიმართებით. იმ დროს, როდესაც დონბასში ბოლო ერთი წლის განმავლობაში რუსეთის ღია მხარდაჭერით წარმოებულ ბრძოლებს 6 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

დღის ამბები