პროკურატურის გაფრთხილება ზურაბ ალავიძეს და დიმიტრი ქუმსიშვილს - კურიერის ინფორმაციით, საგამოძიებო უწყებამ ინფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრს და ყოფილ ვიცე-პრემიერს ქვეყნის დატოვება აუკრძალა. მიზეზი კი მათთან არსებული კითხვებია.
საუბარია გამოძიებაზე, რომელიც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტსა და დიდი ოდენობით თანხების მითვისების საქმეზე მიმდინარეობს.
საგამოძიებო უწყებამ უკვე დაკითხა დიმიტრი ქუმსიშვილი და ზურაბ ალავიძე. მათ რამდენიმე საათი გაატარეს პროკურატურაში, უწყების დატოვების შემდეგ კი განმარტებები მედიასთან არ გააკეთეს.
ყოფილმა ვიცე-პრემიერმა დუმილი არჩია, ინფრასტრუქტურის ყოფილმა მინისტრმა კი მხოლოდ წერილობითი განცხადება გაავრცელა, რომელშიც დაკითხვის ფაქტი დაადასტურა და თქვა, რომ გამომძიებლები ტენდერებით ინტერესდებოდნენ.
დაკითხვების სერია პროკურატურაში სამინისტროს სხვა მაღალჩინოსნებით გაგრძელდება. ჯერ უწყება არ მისვლია, თუმცა, კითხვებზე პასუხის გასაცემად მზად არის გზების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი სეთურიძე.
პროკურატურას ინფრასტრუქტურის სამინისტროში გზების რეაბილიტაციაზე არამიზნობრივად დახარჯული მილიონებს ეძებს, ეკონომიკის სამინისტროში კი თანხებს, რომელიც სხვადასხვა პროექტების დაფინანსება მოხმარდა. საუბარია "აწარმოე საქართველოს" და სხვა მსგავს პროექტებს, როდესაც სამინისტროს გადაწყვეტილებით კონკრეტული ბიზნესმენები დახმარებებს იღებდნენ. თუ ორი ყოფილ მინისტრს დანაშაულს დაუმტკიცებენ, მათ 3-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.