პროკურატურაში დაკითხვის შემდეგ ყოფილი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი, კურიერთან პირველ კომენტარს აკეთებს.
როგორც ქუმსიშვილის ამბობს, მასთან გამოძიებას ჰქონდა რამდენიმე კითხვა, თუმცა ის არ უკავშირდებოდა პროექტს „აწარმოე საქართველოში“ და ასევე ტენდერებს, რომელსაც მისი დაქვემდებარების ქვეშ მყოფი უწყება აცხადებდა.
„ვიმყოფებოდი პროკურატურაში გამოკითხვაზე, პოსტის დატოვებიდან რამდენიმე დღეში, პროკურატურამ მკითხა ჩემი მოსაზრება რამდენიმე საკითხთან მიმართებაში. მათ შორის იყო ისეთი საკითხიც, რომელიც ჩემი მინისტრობის დროს გადაიგზავნა პროკურატურაში, მეტ კონკრეტიკას უბრალოდ ვერ მოგახსენებთ,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა და აღნიშნა, რომ მეტ დეტალებს ის ვერ გაახმოვანებს, რადგან გამომძიებელმა ამასთან დაკავშირებით გაფრთხილება მისცა.
რაც შეეხება კითხვას, იყო თუ არა მისი დაკითხვა შეთანხმებული ბიძინა ივანიშვილთან, ქუმსიშვილი ამბობს, რომ მას ამაზე პასუხი არა აქვს.
„პროკურატურა არის პროკურატურა და რატომ უნდა შეუთანხმონ მათ რაიმე ბატონ ბიძინას, არ ვიცი. ვრჩები ქართული ოცნების წევრად, ვარ ძალიან გახსნილი და მზად ვარ, საზოგადეობის ნებისმიერი კითხვას პასუხი გავცე. მე ვრჩები გუნდის წევრად. საქმიანობასთან დაკავშირებით ამ წუთში გადავედი მე კერძო სექტროში და შესაბამისად, კერძო სექტორში გავაგრძელებ საქმიანობას,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.