09 ოქტომბერი 2024,   10:20
ვრცლად
მარტის ბოლომდე უკრაინა რუსეთისგან დღეში 114 მილიონ კუბურ მეტრ გაზს მიიღებს

მარტის ბოლომდე უკრაინა რუსეთისგან დღეში 114 მილიონ კუბურ მეტრ გაზს მიიღებს. ამის შესახებ მხარეები ბრიუსელში, ევროკავშირის მონაწილეობით, სამმხრივი მოლაპარაკების დროს შეთანხმდნენ. გადაწყვეტილია ასევე, რომ თვის ბოლოს დაიწყება მოლაპარაკებები ზაფხულის პაკეტის შესახებაც. პარალელურად, უკრაინის პრეზიდენტმა მფრინავ ნადეჟდა სავჩენკოს გმირის წოდება დაუსწრებლად მიანიჭა.

უკრაინის კრიზისი იყო საუბრის მთავარი თემა ნატოს გენერალური მდივნის პარიზში ვიზიტისას. იენს სტოლტენბერგმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა მინსკის შეთანხმების განხორციელების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება შეერთებული შტატების მდივანმაც ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე. 

დღის ამბები