09 ოქტომბერი 2024,   10:19
ვრცლად
რუსული მედია ნემცოვის მკვლელობაში ჩეჩნურ და უკრაინულ კვალზე წერს

ბორის ნემცოვის მკვლელობის ახალი ვერსია - დანაშაულის ორგანიზატორი შესაძლოა ჩეჩენი ასლან ალხანოვი ყოფილიყო, რომელიც 28 თებერვლის ღამეს, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით გარდაცვლილი იპოვეს. სტატიას ამ თემაზე რუსული გამოცემა versia.ru აქვეყნებს. 

მასალაში აღნიშნულია, რომ, სამართალდამცველების ინფორმაციით, ალხანოვმა თავი მოიკლა, თუმცა, როგორც ცნობილი ბლოგერი ტატიანა ვოლკოვა წერს, ასლან ალხანოვი ძიებას ცოცხალი სჭირდებოდა.

„ახლა, როდესაც ნემცოვის მკვლელობა ცხელ კვალზე ფაქტობრივად გახსნილი იყო და მისი დამკვეთები ცნობილი გახდა, საქმის სასამართლო პერსპექტივა საეჭვო ხდება,” - წერს ვოლკოვა საკუთარ ბლოგზე.

აღსანიშნავია ისიც, რომ ტატიანა ვოლკოვა პირდაპირ მიუთითებს უკრაინულ კვალზე ნემცოვის მკვლელობაში.

შეგახსენებთ, რომ რუსი ოპოზიციონერი ბორის ნემცოვი 27 თებერვალს კრემლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოკლეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები