09 ოქტომბერი 2024,   10:18
ვრცლად
მოსკოვში ბორის ნემცოვის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

მოსკოვში მოკლული 55 წლის ბორის ნემცოვის სამოქალაქო პანაშვიდი ისევ მიმდინარეობს. ნემცოვის გასვენება მოსკოვში სახაროვის ცენტრიდან ადგილობრივი დროით 14:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა ხალხის დიდი ნაკადის გამო, პროცესი ჯერ არ დაწყებულა.

პანაშვიდს დაესწრნენ რუსი პოლიტიკოსები, დუმის დეპუტატები, უცხოური დელგაციის წარმომადგენლები. ასევე იმყოფებოდა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ანტანას ლინკევიჩუსი.

მისი თქმით, ტრაგედიაა ის, როცა ნემცოვისნაირ ადამიანებს კარგავს ქვეყანა და ყველამ ერთად უნდა იფიქროს ამის შესაცვლელად.

ოპოზიციონერები აცხადებენ, რომ მათ უნდა გააგრძელონ ნემცოვის მიერ დაწყებული საქმე.

ოპოზიციის ლიდერი ილია იაშინი ამბობს, რომ ის ყველაფერს გააკეთებს, რათა გამოქვეყნდეს ნემცოვის ის ბოლო მოხსენება, სადაც საუბარია, რომ კრემლი არის პასუხისმგებელი უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე.

პარტია ”იაბლოკოს” ლიდერი გრიგორი იავლინსკი ამბობს, რომ ქვეყანას, სადაც აზრის გამო კლავენ, მომავალი არ აქვს.

პარტია ”იაბლოკოს” წევრი სერგეი მიტროხინი კი აღნიშნავს, რომ ნემცოვსა და მას შორის არსებული პოლიტიკური უთანხმოების მიუხედავად, თანხმდებობდნენ, რომ რუსეთი დემოკრატიის გარეშე ვერ იარსებებს.

 

 

 

 

დღის ამბები