09 ოქტომბერი 2024,   10:18
ვრცლად
ბორის ნემცოვი "ტროეკუროვოს" სასაფლაოზე დაკრძალეს

რუსეთს ოპოზიციის ყველაზე გამორჩეულ ლიდერთან გამოსამშვიდობებლად დილიდან მოსკოვის ცენტრში ათასობით ადამიანი მივიდა.

სამოქალაქო პანაშვიდს არ დასწრებია ვლადიმერ პუტინი და არც დიმიტრი მედვედევი. ხელისუფლების მხრიდან ნემცოვის ოჯახს მხოლოდ ვიცე-პრემიერმა არკადი დვორკოვიჩმა მიუსამძიმრა.

სახაროვის ცენტრში იმყოფებოდა ბორის ელცინის მეუღლე და ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი. პოლიტიკოსის ოჯახს პირადად მიუსამძიმრეს შეერთებული შტატების ელჩმა ჯონ ტეფტმა და ლიტვის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

უცხოურ დელეგაციის შემადგენლობაში უნდა ყოფილიყო პოლონეთის სენატის სპიკერი, თუმცა ის რუსეთის შავ სიაში აღმოჩნდა და ვიზა არ მისცეს. ქვეყანაში არ შეუშვეს ლატვიელი ევროპარლამენტარი. ის მოსკოვის აეროპორტიდან ორსაათიანი ლოდინის შემდეგ უკან გააბრუნეს.

დღევანდელ ცერემონიას არ დასწრებია მკვლელობის მთავარი მოწმე, ბორის ნემცოვის მეგობარი, უკრაინელი ფოტომოდელი ანა დურიცკაია. სამდღიანი დაკითხვის შემდეგ მას სამართალდამცველებმა ქვეყნის დატოვების და კიევში გამგზავრების უფლება მისცეს.

სამოქალაქო პანაშვიდზე მისული ხალხის რიცხვი იმდენად დიდი იყო, რომ ცერემონია თითქმის ერთი საათით გახანგრძლივდა.

55 წლის ბორის ნემცოვი ტროეკუროვოს სასაფლაოზე დაკრძალეს.

გამოძიებას ამ დრომდე არ ჰყავს კონკრეტული ეჭვმიტანილი და არც გამოკვეთილ ვერსიას არ ასახელებს. 

დღის ამბები