09 ოქტომბერი 2024,   10:18
ვრცლად
უკრაინული ჯარის პოზიციების დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა

3 სამხედრო დაიღუპა და 9 დაიჭრა სეპარატისტების მიერ უკრაინული ჯარის პოზიციების დაბომბვის შედეგად. ორი კვირის წინ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ამოქმედების შემდეგ ეს უკრაინული ჯარის ყველაზე დიდი დანაკარგია. სროლა ისმოდა დონეცკის აეროპორტის მახლობლადაც, რომელსაც რამდენიმე კვირაა პრორუსი მებრძოლები აკონტროლებენ. კიევში შიშობენ, რომ სეპარატისტები მარიუპოლზე შეტევისთვის ემზადებიან, თუმცა ამ ინფორმაციას უარყოფენ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენლები. პარალელურად, შეერთებული შტატების, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის და იტალიის ლიდერებმა და ევროსაბჭოს პრეზიდენტმა ვიდეოკონფერენცია გამართეს.

ისინი შეთანხდნენ, რომ მინსკის შეთანხმებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, რუსეთს ახალ, უფრო მკაცრ სანქციებს დააკისრებენ. გარდა ამისა, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა უკვე დაკისრებული სანქციების მოქმედების ვადა კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა. უკრაინის პრეზიდენტმა კი უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ ეუთოს მონიტორები უნდა ჩავიდნენ იმ ადგილებში, სადაც ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი რეგულარულად ირღვევა.

ამავე თემაზე
დღის ამბები