09 ოქტომბერი 2024,   10:18
ვრცლად
საპატიმროში მყოფმა უკრაინელმა პილოტმა შიმშილობა ნაწილობრივ შეწყვიტა

ნადია სავჩენკომ შიმშილობა ნაწილობრივ შეწყვიტა. მოსკოვის საპატიმროში მყოფი უკრაინელი პილოტი ექიმების რეკომენდაციას დათანხმდა და საკვების სახით მხოლოდ ქათმის წვნიანს მიიღებს.

რუსული სასამართლო მას ჟურნალისტების მკვლელობის თანამონაწილეობაში ადანაშაულებს. 33 წლის სავჩენკო ბრალდებას უარყოფს და, პროტესტის ნიშნად, სამი თვეა შიმშილობს.

გუშინ მოსკოვის სასამართლომ არ დააკმაყოფილა მისი ადვოკატების შუამდგომლობა და უკრაინელი დეპუტატი 13 მაისამდე წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

ამავე თემაზე
დღის ამბები