09 ოქტომბერი 2024,   10:22
ვრცლად
დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" უძველესი ასურული ქალაქი დაანგრია

დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფო" კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების განადგურებას განაგრძობს.

გავრცელებული ცნობით, მებრძოლებმა, მძიმე ტექნიკის დახმარებით, ამჯერად მიწასთან გაასწორეს ერაყის უძველესი ასურული ქალაქი ნიმრუდი.

ერაყის კულტურის სამინისტროში ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებენ, რა ზარალი მიაყენეს რადიკალებმა ისტორიული ქალაქის ნანგრევებსა და იქ მიმდინარე არქეოლოგიურ გათხრებს. თუმცა ერაყელი არქეოლოგები შიშობენ, რომ იქ არსებული არტეფაქტები ახლა მთლიანად განადგურებულია.

ქალაქი ნიმრუდი ჩვ.წ-მდე მე-13 საუკუნეში დაარსდა, მისი ნანგრევების შესწავლა კი მე-19 საუკუნიდან მიმდინარეობდა.

დღის ამბები