26 აპრილი 2024,   18:29
ვრცლად
მერკელის ვიზიტი სომხეთში - ერევნის აეროპორტში მას სომხეთის პრემიერი დახვდა

საქართველოში ვიზიტის დასრულების შემდეგ ანგელა მერკელი სომხეთში გაემგზავრა. ერევნის აეროპორტში გერმანიის კანცლერს სომხეთის პრემიერ-მინისტრი დახვდა.

პირველი ოფიციალური ვიზიტის დროს მერკელმა ორმხრივი მოლაპარაკებები, ნიკოლ ფაშინიანთან ერთად, ქვეყნის პრეზიდენტთანაც გამართა. შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე კი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი გზებით მოგვარების აუცილებლობაზე ისაუბრა.

ანგელა მერკელმა სომეხი კოლეგა გერმანიაშიც მიიწვია და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესში დახმარებას დაჰპირდა.

ოფიციალური შეხვედრების დასრულების შემდეგ გერმანიის კანცლერმა, სომხეთის ლიდერებთან ერთად, ერევნის ქუჩებში გაისეირნა და ადგილობრივ მოსახლეობასთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღო.

სამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში ანგელა მერკელი დღეს ბაქოს ესტუმრება. 

დღის ამბები