09 ოქტომბერი 2024,   10:24
ვრცლად
"მივიღებთ პრაქტიკულ გადაწყვეტილებას იმ ქვეყნების დასახმარებლად, რომლებმაც ასოცირების ხელშეკრულებები გააფორმეს," - ედგარ რინკევიჩი

რიგაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები არაოფიციალურ შეხვედრას მართავენ.

ლიდერები უკრაინის კრიზისისა და რუსეთთან ურთიერთობების გარდა, მაისში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მომზადების საკითზეც მსჯელობენ.

ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, ევროკავშირი პრაქტიკულ გადაწყვეტილებას მიიღებს იმ ქვეყნების დასახმარებლად, რომლებმაც ორგანიზაციასთან ასოცირების ხელშეკრულებები გააფორმეს.

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ედგარ რინკევიჩის განცხადებით, საუბარი იქნება უკრაინაზე, რუსეთთან ურთიერთობაზე და რიგის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე.

„ხელახლა დავადასტურებთ ჩვენს ჩართულობას აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში და მივიღებთ პრაქტიკულ გადაწყვეტილებას იმ ქვეყნების დასახმარებლად, რომლებმაც ასოცირების ხელშეკრულებები გააფორმეს. ასევე შევაფასებთ პარტნიორებს, რომლებიც ვიზების ლიბერალიზაციის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ,” - განაცხადა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარ რინკევიჩმა.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საკითხებში, ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა, რომ დღეს გაგრძელდება რიგის სამიტისთვის მზადების პროცესი და ეს შეხვედრა მნიშვნელოვანი იქნება ევროკავშირისთვის და აღმოსავლეთ პარტნიორებისთვის.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები