09 ოქტომბერი 2024,   10:19
ვრცლად
„რუსეთი იქცა უსინათლო მხატვრად,“ - უკრაინის ელჩი გაერო-ში

გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომის მთავარი თემა უკრაინის კრიზისი იყო. დებატების მსვლელობისას უკრაინის წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ოფიციალურ მოსკოვს, გაათავისუფლოს უკრაინელი მფრინავი, ნადია სავჩენკო.

"მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს მინსკში აღებული ვალდებულება და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ნადია სავჩენკო და უკანონოდ დაკავებული სხვა უკრაინელი ტყვეები. ერთი წლის წინ რუსეთი იქცა უსინათლო მხატვრად, რომელმაც გადაწყვიტა, რომ საერთაშორისო პეიზაჟი საკუთარი გემოვნების მიხედვით გაეფერადებინა. ამიტომაც აღმოჩნდა გაერო-ს ქარტიაში ამდენი შავი ლაქა, ახლა ჩვენ ამ შავი ლაქების მოცილებას უნდა შევეცადოთ,“ - განაცხადა იური სერგეევმა. 

დღის ამბები