09 ოქტომბერი 2024,   10:22
ვრცლად
აშშ-მა უკრაინის ეროვნული გვარდიის მომზადების პროგრამის რეალიზება დროებით გადადო

შეერთებულმა შტატებმა უკრაინის ეროვნული გვარდიის მომზადების პროგრამის რეალიზება დროებით გადადო.

ევროპაში შეერთებული შტატების სახმელეთო ძალების წარმომადგენლის თქმით, ვაშინგტონში ჯერჯერობით მინსკის შეთანხმების განხორციელებას ელოდებიან, თუმცა მისიის დასაწყებად ყველაფერი მზადაა.

პარალელურად, კიევში ოფიციალურ შეხვედრებს მართავს სახელმწიფო მდივნის მოადგილე.

პრესკონფერენციის დროს ტონი ბლინკენმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ უკრაინის კრიზისი სამხედრო გზით ვერ გადაიჭრება.

„თუ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა არ იქნება დაცული, თუ ხალხი არ იქნება თავისუფალი და არ იქნება მშვიდობა, ეს ევროპაზეც აისახება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კონფლიქტი დასრულდეს და უკრაინამ მოიპოვოს დამსახურებული მშვიდობა, უსაფრთხოება და სუვერენიტეტი. რაც აღმოსავლეთ რეგიონებში ხდება, სამხედრო გზით ვერ გადაიჭრება. ის დიპლომატიური ხერხებით უნდა მოგვარდეს. იარაღით მომარაგება კრიზისის გადაჭრამდე ვერ მიგვიყვანს. სამწუხაროდ, ერთადერთი ვინც ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი სამხედრო გზებით შეიძლება მოგვარდეს, რუსები და სეპარატისტები არიან," - განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ენტონი ბლინკერმა.

დღის ამბები