09 ოქტომბერი 2024,   10:23
ვრცლად
"სადაც ამერიკელები ჩნდებიან, იქ ცუდ ამბებს უნდა ველოდოთ," - ვიტალი ჩურკინი

"რუსული სამხედრო ბაზები სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დამყარებას შეუწყობს ხელს,"-  ეს განცხადება გაეროში რუსეთის ელჩმა ვიტალი ჩურკინმა ნიუ იორკში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

რუსეთი როტაციის წესით გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე გახდა.

პრესკონფერენციაც სწორედ ამ საკითხს მიეძღვნა. ვიტალი ჩურკინმა იმ ძირითად თემებზე ისაუბრა, რომლებიც მისი თქმით მომდევნო ერთი თვის განმავლობაში პრიორიტეტული იქნება, ესენია ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის კონფლიქტები და ასევე ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლა. ვიტალი ჩურკინმა კომენტარი უშიშროების საბჭოში ვეტოს უფლების გამოყენებაზეც გააკეთა. 

გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთის წარმომადგნელმა გაერო-ში, ვიტალი ჩურკინმა, უკრაინა შეიარაღებული ძალების გაძლიერებაში დაადანაშაულა.

 

 

დღის ამბები