09 ოქტომბერი 2024,   10:23
ვრცლად
"ფაქტი, რომელიც ყველაზე მეტად გვაღელვებს, არის რუსული აგრესია,“ - აშშ-ის ელჩი გაეროში

"ფაქტი, რომელიც ყველაზე მეტად გვაღელვებს, არის რუსული აგრესია. რუსეთს დაკავებული აქვს სხვა ქვეყნის ტერიტორია და მის შენარჩუნებას ცდილობს. მშვიდობის მიღების ერთადერთი საშუალება არის ის, რომ რუსეთმა თავისი მძიმე ტექნიკით დატოვოს უკრაინა," - განაცხადა სამანტა პაუერმა გაერო-ში გამართულ უშიშროების საბჭოს ღია სხდომაზე.

შეხვედრაზე დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთი მინსკის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს და განაცხადეს, რომ მას რეგიონიდან მძიმე შეიარაღება არ გაჰყავს.

სხდომის დროს აღმოსავლეთ რეგიონებში არსებული ჰუმანიტარული მდგომარეობაც განიხილეს და დამატებითი რესურსების გამოყოფის აუცილებლობაზე იმსჯელეს.

 

დღის ამბები