სოფელ ცედანში ხანძარი ლიკვიდირებულია. მეხანძრე-მაშველებმა და სახანძრო ტექნიკამ მიმდებარე ტერიტორია უკვე დატოვეს.
პრევენციისა და მონიტორინგის მიზნით, ადგილზე ორი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი რჩება.
ხაშურის რაიონში ცეცხლის კერებს მაშველები რამდენიმე დღის განმავლობაში ებრძოდნენ. მიუვალი ტყის მასივში ხანძრის ჩაქრობა ცოცხალი ძალის, ტექნიკის და ავიაციის დახმარებით მოხერხდა.