ავსტრალიაში, ავიაკატასტროფის შედეგად, 3 ახალგაზრდა დაიღუპა, მათ შორის, ორი არასრულწლოვანია. ინფორმაციას Dailymail-ი ავრცელებს.
პოლიციის ინფორმაციით, დაღუპულების ვინაობა იდენტიფიცირებულია. დაღუპულებს შორის 20 და 16 წლის ძმები და მათი 15 წლის ნათესავი არიან.
ადგილობრივების ინფორმაციით, ჩამოვარდნამდე თვითმფრინავი, რამდენიმე წუთის განმავლობაში, ჰაერში ტრიალებდა, შემდეგ კი მკვეთრი ვარდნა დაიწყო. ჩამოვარდნის შემდეგ, ის აალდა და სრულად დაიწვა.
მცირე ზომის თვითმფრინავს 20 წლის ლიცენზირებული პილოტი მართავდა. სამოქალაქო ავიაციის წარმომადგენლები ინციდენტს უბედურ შემთხვევად აფასებენ.