17 ნოემბერი 2024,   11:46
ვრცლად
"ევროპულმა საქართველომ" არაკომპეტენტური დასკვნა წარმოადგინა - "ოცნება" საგამოძიებო კომისიის სხდომას არ დაესწრება

ხორავას ქუჩაზე მომხდარი  მკვლელობის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომას მმართველი გუნდი არ დაესწრება.

ამის მიზეზი გუშინდელი ხმაურიანი სხდომაა, რა დროსაც ქართული ოცნება ევროპულ საქართველოსთან საბოლოო დასკვნაზე ვერ შეთანხმდა.

ხმაურიანი განხილვის დროს მმართველი გუნდი ევროპულ საქართველოს სთხოვდა საბოლოო დოკუმენტის წარმოდგენას, რომელშიც ცვლილებებს აღარ შეიტანდნენ. ოპოზიცია კი ქართულ ოცნებას დოკუმენტზე ერთობლივ მუშაობას სთავაზობდა. 

მმართველი გუნდის წევრი, მამუკა მდინარაძე, ამბობს, რომ ქართული ოცნება კომისიის მუშაობაში ჩაერთვება ორშაბათიდან. მანამდე კი ევროპული საქართველოს დასკვნასთან დაკავშირებით, შენიშვნებს მოამზადებს.

„იმდენად არაკომპეტენტური და სამართლებრივად გაუმართავი დასკვნის პროექტი წარმოადგინა ევროპულმა საქართველომ, რომ ორ დღეში უკვე შეცვალეს და გუშინ წარმოგვიდგინეს ახალი პროექტი. ბუნებრივია, ამას გარკვეული დრო სჭირდება, მაგრამ ამას ძალიან მალე გავაკეთებთ და სწრაფ ვადებში. ორი დღის განმავლობაში ჩვენ მათ წარვუდგენთ ჩვენს მოსაზრებებს, კვალიფიციურ დასკვნას ამასთან დაკავშირებით და ორშაბათიდან უკვე მივიღებთ მონაწილეობას კომისიის სხდომაში,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ

ამავე თემაზე
დღის ამბები