17 ნოემბერი 2024,   11:46
ვრცლად
"სამოქალაქო მოძრაობა - ძალა ერთობაშია" პოლიტიკურ კოალიციად ჩამოყალიბდება

საპარლამენტო არჩევნებზე სამოქალაქო მოძრაობა ძალა ერთობაშია მონაწილეობას ერთიან კოალიციად მიიღებს და ეს არის გაერთიანებული ოპოზიციის გეგმის ნაწილი, რომ შეცვალოს ივანიშვილის რეჟიმი.

ამის შესახებ განცხადება გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, ნიკა მაჭუტაძემ, დღეს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა, რომელსაც გაერთიანების სხვა ლიდერებიც ესწრებოდნენ.   

„საქართველოს პრეზიდენტის მიმდინარე და პარლამენტის უახლოეს არჩევნებზე სამოქალაქო მოძრაობა ძალა ერთობაშია ყალიბდება ერთიან საარჩევნო კოალიციად. საქართველოს პარლამენტის უახლოეს არჩევნებზე მოძრაობის ყველა სუბიექტს, რომელიც დარეგისტრირდება საარჩევნო სუბიექტად, უპირობოდ ექნება შესაძლებლობა, გახდეს მოძრაობის ბაზაზე შექმნილი საარჩევნო ბლოკის წევრი. ამავე არჩევნებზე პარლამენტის არჩევნების კანდიდატთა პროპორციული სიის პირველი მეორე და მესამე ათეული დაკომპლექტდება პლატფორმის წევრი პოლიტიკური გაერთიანებები თითო წარმომადგენლით," - განაცხადა ნიკა მაჭუტაძემ.   

 

 

 

 

 

 

დღის ამბები