17 ნოემბერი 2024,   11:49
ვრცლად
ტენდერები გორის მერიაში, რომელსაც ყოველთვის "ოცნების" დეპუტატი იგებს - იოსებ მაკრახიძის კომპანია ქალაქში მონოპოლისტია

ქართული ოცნების დეპუტატი გორის რაიონში ისევ ტენდერების მონოპოლისტია.

გორის მერიამ იოსებ მაკრახიძის კომპანიას ახალი ხელშეკრულება გაუფორმა და ამჯერად 26 მაისის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაუკვეთა. ჯამში დეპუტატი ბიუჯეტიდან 1 200 000 ლარს მიიღებს.

შარშან ამავე ქუჩის მეორე ნაწილი ქართული ოცნების წევრის ცოლის კომპანიამ შეაკეთა და 380 000 ლარი მიიღო.

გორში ამბობენ, რომ დეპუტატი სახელმწიფო დაკვეთების მონოპოლისტია.

გორის მერი ადასტურებს, რომ სახელმწიფო დაკვეთების უდიდეს ნაწილს ქართული ოცნების დეპუტატის, იოსებ მაკრახიძის და მისი ოჯახის კომპანიები ასრულებენ, თუმცა, ამ გარემოებას იმით ხსნის, რომ პარლამენტის წევრს ძლიერი კომპანია აქვს და ამიტომ კონკურენტებს ტენდერებს უგებს.

დღის ამბები