17 ნოემბერი 2024,   11:42
ვრცლად
„არასდროს გვითქვამს, რომ კომისიას ბოიკოტს ვუცხადებთ" - ოხანაშვილი "ევროპულ საქართველოს" სიცრუეში ადანაშაულებს

მმართველი გუნდი ევროპულ საქართველოს სიცრუის ტირაჟირებაში ადანაშაულებს.

ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ქართულ ოცნებას არასდროს უთქვამს, რომ არასრულწლოვანების საქმეზე კომისიის სხდომებს ბოიკოტირებას უცხადებს.

მისი თქმით, დღევანდელ სხდომას მმართველი გუნდი მხოლოდ ერთი მიზეზით არ დაესწრო -  ისინი კომისიის დასკვნაზე საკუთარ მოსაზრებებს წერენ.

„არასდროს არ გვითქვამს, რომ კომისიას გამოვუცხადებთ რაიმე ფორმით ბოიკოტს. ეს არის სიცრუის ტირაჟირება. ჩვენ იმ დოკუმენტზე, რომელიც არ არის ჯერ სრულყოფილი და მათ საბოლოო სახით ვერ წარმოადგინეს ამ პერიოდში, ჩვენს მოსაზრებებს ვწერთ და ორშაბათს წარვდგებით კომისიის წინაშე და მათ არ მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ შეიმუშაონ ვიწრო, პოლიტიკური პარტიული დოკუმენტი, რის მცდელობასაც აქვს ადგილი,“ - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

კომისიის დღევანდელ სხდომაზე, რომელსაც მმართველი გუნდი არ დაესწრო, ახალ გარემოებებზე ისაუბრეს.

საუბარია საქმეში არსებული ერთ-ერთი არასრულწლოვანის - მ.კ.-ს, მონაწილეობაზე, რომელიც, როგორც დასკვნის მიხედვით იკვეთება, ჩხუბში გარკევული ნივთის გამოყენებით მონაწილეობდა და არა მუშტებით, როგორც ეს აქამდე იყო ცნობილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები