17 ნოემბერი 2024,   11:44
ვრცლად
ავღანეთში ნატოს მისიას ახალი მეთაური ჰყავს-კოალიციურ ძალებს ამერიკელი გენერალი სკოტ მილერი უხელმძღვანელებს

ავღანეთში ნატოს მისიას ახალი მეთაური ჰყავს. კოალიციურ ძალებს დღეიდან ამერიკელი გენერალი სკოტ მილერი უხელმძღვანელებს. სამხედრო მეთაური უკვე ქაბულშია, მან უფლებამოსილება გენერალი ჯონ ნიკოლსონისგან გადაიბარა. ცერემონია ამერიკულ სამხედრო ბაზაზე გაიმართა, სადაც სკოტ მილერი წლების განმავლობაში მსახურობდა. ის ერთ-ერთი პირველი ამერიკელი სამხედრო მაღალჩინოსანი იყო, რომელიც 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ ავღანეთში თალიბანის წინააღმდეგ ბრძოლის ოპერაციაში მონაწილეობისთვის მიავლინეს. სიტყვით გამოსვლის დროს ახალმა მეთაურმა სამხედროებს რამდენიმე რჩევა მისცა და აღნიშნა, რომ ტერორიზმის დასამარცხებლად ნატოს კოალიციური ძალებმა პირველ რიგში გარემოსთან ადაპტირება უნდა შეძლონ.

დღის ამბები