17 ნოემბერი 2024,   11:33
ვრცლად
"არ ჩამითვლია საჭიროდ, რომ რაიმე განმეხორციელებინა"-51-ე სკოლა ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიაზე პასუხისმგებლობას იხსნის

ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით #51 სკოლის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას იხსნის. საგანმანათლებლო დაწესებულების  დირექტორის მოადგილე არ ეთანხმება დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრების შენიშვნას, რომ სკოლის ადმინისტრაციას ამ ტრაგედიის თავიდან აცილება შეეძლო თუკი უსაფრთხოების ზომები უფრო მეტად გამკაცრებული იქნებოდა და ამასთან, ყურადღებას მიაქცევდა იმ ფაქტს, რომ სკოლის მიმდებარედ არასრუწლოვანი ბიჭების დიდი ჯგუფი გროვდებოდა. თინათინ ყენია აცხადებს, რომ ტრაგედია გაკვეთილების მსვლელობის დროს არ მომხდარა. სკოლის მიმდებარედ კი შეკრებილ უცხო ბიჭებთან #51 სკოლის მოსწავლეებს კონტაქტი არ ჰქონიათ.

„2-ს აკლდა 15 წუთი. დასრულდა მე-6 გაკვეთილი  და ნახევარი სკოლა გარეთ იყო. დავინახე ჩანთებით რამდენიმე უცხო ბიჭი, რომელიც იდგა სკოლის ტერიტორიის გარეთ, მიწისქვეშა გადასასვლელთან სავალ ნაწილზე. ამ ბავშვებს  ჩვენს ბავშვებთან კონტაქტი არ ჰქონიათ და შესაბამისად, მე არ ჩამითვლია საჭიროდ, რომ რაიმე განმეხორციელებინა. ანუ ლაპარაკითაც არ დალაპარაკებიან. ეს მერე აღვიდგინე, რომ ეს ბავშვები იყვნენ და არსებობს კამერის ჩანაწერები, სადაც ყველაფერი ჩანს აბსოლუტურად,“-განაცხადა თინათინ ყენიამ.

"კურიერის" ინფორმაციით მაშინ როდესაც შენობის მიმდებარედ შეკრებილი არასრულწლოვანები სკოლის დირექტორის მოადგილემ დაინახა, მან ისინი კაბინეტში აიყვანა და დაშლისკენ მოუწიდა. მან ასევე მოზარდებს უთხრა, რომ პატრულს გამოიძახებდა, თუმცა ეს ქმედება არ განუხორციელებია. თინათინ ყენიამ დღეს ეს ინფორმაცია არ დაადასტურა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები