ხელისუფლების კორუფცია და ძალმომრეობა, უმუშევრობა, გაღატაკებული მოსახლეობა, გაზრდილი გადასახადები და შეწყვეტილი სოციალური დახმარებები, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა - ეს არის ის საკითხები, რომელიც ტყიბულის მოსახლეობამ გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრისას წამოჭრა.
სოფლების ორპირისა და საწირეს მოსახლეობის თქმით, ქვეყანაში რადიკალური ცვლილებებია საჭირო.
გრიგოლ ვაშაძის განცხადებით ხელისუფლებაში მოსვლისთანავე პენსია 400 ლარამდე გაიზრდება, მასწავლებლების ხელფასი კი 1000 ლარამდე.