17 ნოემბერი 2024,   11:42
ვრცლად
უმუშევრობა, არაჯანსაღი გარემო და განათლების პრობლემა - მარნეულს ახალგაზრდებისგან დაცლა ემუქრება

უმუშევრობა, განათლების პრობლემა, არაჯანსაღი გარემო და უცნობი მომავალი - ასეთია მარნეულში მცხოვრები ახალგაზრდების მთავარი პრობლემა.

დღეს "კურიერთან" ადგილობრივები იმ მიზეზებზე საუბრობდნენ, რომლებმაც ახალგაზრდების განვითარებასა და საზოგადოებასთან ინტეგრაციას ხელი შეუშალა. მათი თქმით, ქალაქში ბოლო პერიოდში საგრძნობლად იმატა სამორინეების რიცხვმა, რამაც ახალგაზრდების თამაშზე დამოკიდებულება გამოიწვია.

ადგილობრივები შიშობენ, რომ ვითარება თუ არ გამოსწორდა, შეიძლება ქალაქი ახალგაზრდებისგან საერთოდ დაიცალოს.

მარნეულში მამაკაცებთან შედარებით, ქალების მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმეა. ქალაქში ფიზიკურად არ არსებობს სივრცე, სადაც ქალები და ბავშვები დროის გატარებას შეძლებენ. ამიტომ ქალები უფრო დაჩაგრულები არიან. რაიონის მცხოვრებლები ამის გამო პასუხისმგებლობას ქალაქის მერიას აკისრებენ. ადგილობრივი თვითმართველობა ინფორმირებულია, თუმცა არაფერს არ აკეთებს იმისთვის რომ მდგომარეობა გაუმჯობესდეს.

ახალგაზრდებს აქ განსაკუთრებით უმუშევრობა აწუხებთ. ქალაქში ნეპოტიზმსაც უჩივიან და ამბობენ, რომ მნიშვნელობა არ აქვს, როგორი განათება მიიღე, ხელფასიან სამსახურში მაინც ადგილობრივი მაღალჩინოსნების ახლობლების და ნაცნობები საქმდებიან.
ის ახალგაზრდები, რომლებიც საზოგადოებაში დიდი აქტიურობით გამოირჩევიან, ეჭვობენ რომ ხელისუფლება ცდილობს, რეგიონში მცხოვრები ადამიანები ნაკლებად იყვნენ განვითარებული.

ადგილობრივები, რომლებსაც მარნეულის დატოვებისა და საზღვარგარეთ წასვლის სურვილი არ აქვთ. იმედს არ კარგავენ რომ მარნეულში არსებული სამორინეების ადგილას მალე საგანმანათლებლო დაწესებულებები, ბიბლიოთეკები და სპორტული დარბაზები აშენდება.

დღის ამბები