17 ნოემბერი 2024,   11:33
ვრცლად
"იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრებისთვის განსაკუთრებულად კომფორტული იქნება, როდესაც მათ მოუწევთ კანდიდატის დასახელება" - სულხან სალაძე

იუსტიციის უმაღლესი საბჭო ნინო გვენეტაძის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ პირველ სხდომას მართავს. სხდომას საბჭოს მდივანი, გიორგი მიქაუტაძე, ხელმძღვანელობს. გიორგი მიქაუტაძემ პირველივე სხდომა მესამე სექტორის კრიტიკით დაიწყო.

საბჭოს დროებითი თავმჯდომარე მესამე სექტორს იმ განცხადებების გამო საყვედურობს, რომელიც არასამთავრობოებმა უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარის შერჩევის პროცესში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მისამართით გააკეთეს.

არასამთავრობო სექტორი კი ვარაუდობს, რომ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის შერჩევა არ იქნება ობიექტური და საბჭო შეეცდება, ისეთი კანდიდატი წარმოადგინოს, რომელიც შემდგომში იუსტიციის უმაღლეს საბჭოს პრობლემებს არ შეუქმნის.

პრეზიდენტს პასუხისმგებლობის მოხსნის გამო, კიდევ ერთხელ აკრიტიკებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე.

სულხან სალაძე ამბობს, რომ საბჭოს წევრების ნაწილი მოსაზრება ცნობილია. სალაძის თქმით, მაგალითად დიმიტრი გვრიტიშვილმა პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ მისთვის მისაღებია, კანდიდატი არა პრეზიდენტმა, არამედ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დაასახელოს. 

"იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრებისთვის განსაკუთრებულად კომფორტული იქნება ის დრო, როდესაც მათ მოუწევთ კანდიდატის დასახელება, თუკი პრეზიდენტმა ეს უფლებამოსილება მაინც არ გამოიყენა დარჩენილ მონაკვეთში. ასე რომ, მათთვის დამატებითი თავის ტკივილი შეიძლება იყოს, თუ ამ კანდიდატს დაასახელებს პრეზიდენტი და არა იუსტიციის უმაღლესი საბჭო," - ამბობს სულხან სალაძე.

  

დღის ამბები