17 ნოემბერი 2024,   11:44
ვრცლად
"მაქსიმალურად ცდილობენ, ჩემი შვილის მკვლელებს ხელი დააფარონ და არამარტო მკვლელებს" - ზაზა სარალიძე ხელისუფლებას მიმართავს

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის, მამა საპარლამენტო უმრავლესობას მოუწოდებს, შეწყვიტონ პოლიტიკური განცხადებები და საქმის ობიექტურად გამოძიება დაიწყონ.

ზაზა სარალიძე ამბობს, რომ ხელისუფლება და მმართველი გუნდი ისევ საქმის გაყალბებასა და მისი შვილის მკვლელისთვის ხელის დაფარებას ცდილობს.

„ფაქტია, ძალიან ბევრი რამე გამოვლინდა ამ კომისიაზე. ვინ რა დარღვევა ჩაიდინა გამოძიების მსვლელობის დროს, ვინ არის პასუხისგებაში მისაცემი. ეს ყველაფერი ძალიან კარგად იცოდა პროკურატურამ, მაგრამ  შეგნებულად, მიზანმიმართულად გააყალბა ყველაფერი.

"არანაირ ეჭვებზე არ არის საუბარი, აქ არის იმაზე, რომ მაქსიმალურად ცდილობენ, ჩემი შვილის მკვლელებს ხელი დააფარონ და არამარტო მკვლელებს. ვინცკი ჩაიდინა დანაშაული, უნდათ, გააპრავონ ის გამომძიებლები, ის პროკურორები, გენპროკურორი და ა.შ.

"ჩვენ უნდა გავერთიანდეთ იმის წინააღმდეგ, რომ შერჩევითი სამართალი ერთხელ და სამუდამოდ დასამარდეს ამ ქვეყანაში და ვიღაც პროკურორის შვილები და ნათესავები, გენპროკურორის ჩართულობით, ჩვენ შვილებს არ უნდა გვიკლავდნენ,“ - ამბობს ზაზა სარალიძე.

დღის ამბები