ფოთში უკრაინის 6 მოქალაქე საპროტესტო აქციას მართავს. ისინი ნავსადგურის მოიჯარე კომპანიისგან კუთვნილი სახელფასო დავალიანების მიღებას ითხოვენ.
ამბობენ, რომ ფოთის ნავსადგურში, კერძოდ “ჩენელ ენერჯის” ტერიტორიაზე სამუშაოდ მაისის თვეში ჩამოვიდნენ, ანაზღაურებად კი შეპირებული თანხის მხოლოდ 10% მიიღეს.
“ჩენელ ენერჯიში” აცხადებენ, რომ უკრაინის მოქალაქეები მათთან სამუშაოდ ევროპულმა კომპანიამ “აისის ჩენელმა” დაიქირავა და სახელფასო ანაზღაურებაც მათ უნდა დაფარონ. უკრაინის მოქალაქეები მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში შიმშილობის დაწყებას არ გამორიცხავენ.