17 ნოემბერი 2024,   11:49
ვრცლად
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის მსურველთა განაცხადების მიღება 6 სექტემბერს დასრულდება

ცესკო-ში საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების შესახებ დღეს საინფორმაციო ბრიფინგზე ისაუბრეს.

კომისიის წევრობის მსურველთა განაცხადების მიღება 30 აგვისტოს დაიწყო და 6 სექტემბერს დასრულდება. საოლქო კომისიებს 12 სექტემბრამდე აქვთ ვადა წევრთა შესარჩევად, მათ საბოლოოდ სახელობითი კენჭისყრით აირჩევენ.

„2 სექტემბრის მდგომარეობით 73 საარჩევნო ოლქის 3637 საარჩევნო  უბანზე არსებულ 21 822  ვაკანტურ ადგილზე შემოსულია 13 2 89 კონკურსანტის განცხადება. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცესი შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებში გაიმართება 8-12 სექტემბრის პერიოდში. ხოლო 13 სექტემბრიდან დაიწყება უფლებამოსილი 4 საპარლამენტო პარტიის მიერ საუბნო საარჩევნო საარჩევნო კომისიის წევრთა დანიშვნა,“ - განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა, ანა მიქელაძემ.

დღის ამბები