09 ოქტომბერი 2024,   10:19
ვრცლად
აფეთქება თეთრი სახლის აეროდრომთან და განგაში ობამას ადმინისტრაციაში

შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რამდენიმე საათით განგაში იყო გამოცხადებული. ამის მიზეზი, თეთრი სახლის აეროდრომის მახლობლად მომხდარი აფეთქება გახდა. მანქანას, რომელიც პროდუქტებით იყო დატვირთული ხანძარი მაშინ გაუჩნდა, როდესაც ბარაკ ობამა რეზიდენციას ტოვებდა, რაც განგაშის გამოცხადების მიზეზი გახდა. მომხდარის გამო პრეზიდენტს გეგმები შეცვალა და ენდრიუსის ბაზამდე, ვერტმფრენის ნაცვლად მანქანით წავიდა, საიდანაც ალაბამას შტატის ქალაქ  სელმაში გაემგზავრა.

ობამამ ოჯახის წევრებთან და კონგრესმენებთან ერთად ადამიანის უფლებების დასაცავად გამართული საპროტესტო მარშის 50 წლისთავისადმი მიძღვნილ მსვლელობაში  მიიღო მონაწილეობა.

დღის ამბები