17 ნოემბერი 2024,   11:38
ვრცლად
"აქცია იქნება მანამ, სანამ არ გაირკვევა საერთოდ, რასთან გვაქვს საქმე“ - საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები განმარტებებს ითხოვენ

დათანხმდებიან თუ არა საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები მენეჯმენტის ახალ შეთავაზებას დღეს გახდება ცნობილი. ვასილ მაღლაფერიძემ 150-მდე დასაქმებულს ჰონორარული ანაზღაურება შესთავაზა, რაც თავად თანამშრომლების განმარტებით, მათთვის უსამსახუროდ დარჩენის ტოლფასია.

დღესვე საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირეტორს პროფკავშირების წარმომადგენლები იურისტთან ერთად შეხვდებიან და იმის დადგენას შეეცდებიან, რა გახდა ვასილ მაღლაფერიძის მხრიდან რადიკალური გადაწყვეტილებების მიზეზი, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელზე ტოტალურ შემცირებას გამოიწვევს.

არ არის გამორიცხული, რომ ამ მოლაპარაკების შემდეგ საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილმა აქციები კვლავ განაგრძოს.

„შეჩერდეს ოპტიმიზაციის პროცესი, მოისმინონ ის შეკითხვები, რომელიც გვაქვს, ასევე მოვითხოვთ კონკრეტულ და მკაფიოდ გაწერილ გეგმას, რა გეგმით მიდის და ვითარდება საზოგადოებრივი მაუწყებელი. აქცია იქნება მანამ, სანამ არ გაირკვევა საერთოდ, რასთან გვაქვს საქმე,“-ამბობს ჟურნალისტი ნინო ზაუტაშვილი.

 

დღის ამბები