17 ნოემბერი 2024,   11:35
ვრცლად
ცესკო პროვოკაციულ ზარებზე საუბრობს - ლანჩხუთში ანონიმური პირები რეკავენ და ოლქის საუბნო საარჩევნო კომისიების კონკურსანტებს ესაუბრებიან

თამარ ჟვავანიას უწყებაში პროვოკაციულ სატელეფონო ზარებზე საუბრობენ. ცესკო-ში აცხადებენ, რომ ლანჩხუთში ანონიმური პირები რეკავენ და ოლქის საუბნო საარჩევნო კომისიების კონკურსანტებს ესაუბრებიან.

უცნობი პირები მათ კონკურების შესახებ მცდარ ინფორმაციას აწვდიან. ცესკო-ში ამბობენ, რომ ანონიმური ზარის ავტორი „ეროვნულ დემოკრატიული პარტიის“ წარმომადგენელია, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებისთვის 26 აგვისტოს პარტიის წარმომადგენლად რეგისტრირდა. ცესკო-ს ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფენ ეროვნულ დემოკრატები.

"აღმოჩნდა, რომ ცესკო-ს ბაზის მიხედვით კონკრეტული ტელეფონის ნომერი ეკუთვნის პოლიტიკური გაერთიანება „ეროვნულ დემოკრატიული პარტიის“ წარმომადგენელს, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებისთვის 26 აგვისტოს იქნა პარტიის წარმომადგენლად რეგისტრირებული.

"ასევე, დაუდგენელი პირების მიერ განხორციელდა სატელეფონო ზარები ცესკოს თანამშრომლებთანაც მათ საქმიანობასთან შეუსაბამო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით. საარჩევნო ადმინისტრაცია მიმართავს არჩევნებში ჩართულ პოლიტიკურ მხარეებს ნუ გაცდებიან საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებს და ნუ შეეცდებიან კონკურსში მონაწილე მოქალაქეების შეცდომაში შეყვანას," -  ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერი ანა მიქელაძე.

 



 

დღის ამბები