დღეს ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა იწყება.
რუსეთის აგრესიიდან 10 წლისთავზე, საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება.
ინფორმაციას ევროპელ დიპლომატებს, სახელმწიფო მინისტრი გააცნობს.
ნატოს შტაბბინაში ქეთევან ციხელაშვილი ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე ისაუბრებს, მათ შორის განგრძობით ოკუპაციასა და ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების უხეშ და ხშირი დარღვევის ფაქტებზე.